„გახსოვდეთ, თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია!“ - ნაგების საჯარო სკოლის პედაგოგი მეოთხეკლასელებს ემშვიდობება
16-06-2025

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეოთხე კლასი წარმატებით დაამთავრეს და დამრიგებელს, მზევინარ გიგანს, ემოციებით დატვირთული სიყვარულით დაემშვიდობნენ.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართა დამრიგებელმა, რომელმაც პატარებთან ერთად გატარებული ოთხი დაუვიწყარი წელი შეაჯამა და მათ წარმატებები უსურვა. დამრიგებლის ემოციურ სიტყვას უცვლელად გთავაზობთ:

„გზას დაგილოცავთ, ჩემო პატარებო! ნიაკო,ზურა, გაბრიელ, ილია, მერაბი! სულ პატარები მოხვედით, გაიზარდეთ და გალაღდით. ჩემო საყვარელო მეოთხე კლასელებო, მინდა ეს ოთხი წლის მოგონებები გულში სითბოსა და სიყვარულს გიღვივებდეთ და მუდამ ბედნიერებასთან და წარმატებებთან ასოცირდებოდეს. გისურვებთ, ერთად შევძლოთ დავძლიოთ პასუხისმგებლობისა და ურთიერთპატივისცემის ყველა გამოწვევა. გზას დაგილოცავთ, ჩემო პატარა მერცხლებო! წარმატებებს გისურვებთ და საბოლოოდ მინდა დაგარიგოთ და რჩევა მოგცეთ: ცხოვრება გზაა, რომლის დასასრულიც უცნობია, არ ვიცით, წინ, როდის, რას შევხვდებით, ამიტომ მინდა გისურვოთ, სიყვარულით განვლოთ ყოველი დღე, ჩემო პატარებო. გისურვებთ დიდ მომავალს, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს დაკარგოთ ის ბავშვური გულწრფელობა, რასაც დღეს ატარებთ! გისურვებთ ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ, უეკლო გზებით გევლოთ და თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი ცხოვრების მეგზური! არასოდეს დაგეკარგოთ საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული, გახსოვდეთ, თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია! უღრმესი მადლობა, ჩემო პატარებო ყველაფრისთვის, უდიდესი პატივისცემა ჩემგან თქვენს მშობლებს, ამ სიყვარულისთვის, პატივისცემისა და თანადგომისთვის, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ერთმანეთს შევძინეთ. ჩვენ კი, ჩემო პატარა მერცხლებო, ერთმანეთს დავემშვიდობეთ, მაგრამ ყოველთვის მიგულეთ თქვენ გვერდით.

თქვენი პირველი მასწავლებელი, დამრიგებელი, კეთილისმსურველი, მეგობარი, სულიერი მეგზური  და გულშემატკივარი, თქვენი, მზევინარ მასწავლებელი! მეიმედებით და მიყვარხართ!“

ღონისძიების დასასრულს, დამრიგებლმა მოსწავლეებს მიართვა დედაენის ტორტი, დიპლომები და სამახსოვრო ალბომები.

 

იხილეთ ფოტოები:                

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...