„მათემატიკა თუ ფიზიკა“ - საინტერესო, საგანმანათლებლო და სახალისო პროექტით დასრულდა სასწავლო წელი ჭალის საჯარო სკოლაში 
16-06-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის ჭალის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი კვლავაც საინტერესო პროექტით დასრულდა. მათემატიკის პედაგოგმა, ლალი დავაძემ სასკოლო საზოგადოებას მეტად საინტერესო და სახალისო ღონისძიება: „მათემატიკა თუ ფიზიკა" შესთავაზა.

პროექტი მიზნად ისახავდა მათემატიკისა და ფიზიკის მნიშვნელობის განსაზღვრას, მათ პრაქტიკაში გამოყენებასა და მოსწავლეთა დაინტერესებას.

„პროექტში  მონაწილეობდნენ VIII და IX კლასის მოსწავლეები, მათ დამსწრე საზოგადოებას პრაქტიკული და თეორიული მაგალითებით გაჯერებულ აქტივობებთან ერთად მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრებიც შესთავაზეს, პროექტის მიზანიც განამტკიცეს და მსმენელიც ნასიამოვნები დატოვეს“, - აღნიშნავენ სკოლის ადმინისტრაციაში.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...