ამბროლაურის N1 სკოლის მე-6 კლასელებმა წიგნი - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“, ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილეს
16-06-2025

2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. 

მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, საგანმანათლებლო ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.

აღსანიშნავია, VI კლასის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო პროექტი თემაზე „ადამიანის უფლებები“. 

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა, ჯონ ბოინის ცნობილი ნაწარმოების - „ბიჭი ზოლიან პიჟამაში“ - განხილვა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა წიგნის ადამიანის უფლებების ჭრილში გააანალიზეს. 

მოსწავლეებისთვის აქტივობა მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, ცოდნა გაიმდიდრეს და კრიტიკული აზროვნება წარმაოჩინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203