
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N1 საჯარო სკოლაში ჭადრაკის ტურნირში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოვების ცერომონიალში მონაწილეობდნენ, როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები. როგორს სკოლის დირექციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ეს იყო ამ ღონისძიების ყველაზე საპასუხისმგებლო და სასიამოვნო ნაწილი. გამარჯვებულებმა სიგელები და პატარა სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
„დამსწრე საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დააფასა ტურნირში მონაწილეთა სტრატეგიული აზროვნება. ვულოცავთ ყველა მონაწილეს და განსაკუთრებით გამარჯვებულებს.
ამგვარი აქტივობები კიდევ უფრო ამდიდრებს სასკოლო ცხოვრებას და ხელს უწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული და ინტერაქციული გარემოს შექმნას.ჭადრაკი გონების თამაშია - და დღეს გამარჯვება სწორედ გონებას მიენიჭა!“ - აღნიშნავენ სკოლაში.