ჯვარის N1 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა გამოსამშვიდობებელი ზეიმით სიმბოლურად დაასრულეს ოთხწლიანი სასწავლო მოგზაურობა. ღონისძიების ფარგლებში მომზადდა კლიპი, რომელიც მოსწავლეების ერთობლივ წარსულს, წარმატებებსა და თბილ ემოციებს ასახავდა.
ზეიმი, რომელიც კლასის დამრიგებელმა ქეთევან გერგედავამ მოამზადა, ემოციურად დატვირთული იყო და მეგობრული გარემოთი გამოირჩეოდა – ბავშვებმა გამოხატეს მადლიერება მასწავლებლებისა და მეგობრების მიმართ, გაიხსენეს სასკოლო წლები და ნაბიჯი გადადგეს ახალი, უფრო დიდი სასკოლო ცხოვრებისკენ.
სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა მეოთხეკლასელებს წარმატებები უსურვეს მომავლის გზაზე და ხაზი გაუსვეს იმ ღირებულებების მნიშვნელობას, რაც პირველ ოთხ წელიწადში ჩამოყალიბდა.
მოსწავლეებს განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით დაემშვიდობა დამრიგებელი ქეთევან გერგედავა. მან მე-4 კლასელებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
იხილეთ ვიდეო