ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სატელევიზიო პროექტის ჩაწერაში მონაწილეობდნენ
27-06-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნინი ტაბატაძემ, მიქაელ ბუზალაძემ და გიორგი ხაჩატუროვმა სატელევიზიო პროექტის - „ხარ თუ არა მე-6 კლასელზე ჭკვიანი“ შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვეს.
სკოლის აღსაზრდელები გადაცემების ჩაწერაში მონაწილეობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა გადაცემაში წარმატებით ითამაშეს.
გადაცემაში - „ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი ცდილობს გამოიცნოს კითხვები, რომლებიც მხოლოდ დაწყებითი ექვსი კლასის სკოლის მასალიდან არის მოცემული. თითოეული სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იგებს თანხას. მოგებული თანხით კი, გადაცემის სტუმარი მისთვის სასურველ სკოლას ეხმარება. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
საგანმანათლებლო პროგრამის ჩამონათვალი, რომლებზე მიღებაც 50-70 ადგილით შემცირდა; თსუ-ში შემცირდა განათლების მეცნიერებების, ეკონიმიკის ადგილები... დეტალური სია