შუასურების საჯარო სკოლამ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებთან მეგობრობის მემორანდუმი გააფორმა 
16-06-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში გაიმართა საინტერესო და შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობდნენ შუასურების, დიდივანისა და ხევის საჯარო სკოლები. ღონისძიება დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით და მიზნად ისახავდა სკოლებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობას.

დღის განმავლობაში მონაწილეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ითამაშეს სპექტაკლები, იმღერეს, იცეკვეს, ჩაერთვნენ სპორტულ შეჯიბრებებსა და სახალისო თამაშებში. აქტივობები გამორჩეული ენერგიით, შემოქმედებითობითა და მოსწავლეთა ჩართულობით წარიმართა.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. დღის ბოლოს, მონაწილე სკოლებს შორის გაფორმდა მეგობრობის მემორანდუმი, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობების საფუძველს შექმნის.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია მეგრელიშვილი, რომლის ინიციატივამ და შემოქმედებითმა მიდგომამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა დღის წარმატებით ჩატარებაში.

 

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ვიდეო 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203