სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი შთამბეჭდავი ექსკურსიით დაასრულეს.
მოსწავლეები, დამრიგებლის - შორენა კიკაბიძის ხელმძღვანელობით, დედაქალაქს სტუმრობდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თბილისის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და შეფასება. ეროვნული ცნობიერების ამაღლება, თვალსაწიერის გაფართოება.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს და მოილოცეს მეტეხის ტაძარი. პატივი მიაგეს წმინდა შუშანიკის საფლავს, გაიაზრეს და გაითავისეს წმინდა მოწამის ღვაწლი, მისი თავდადება ქვეყნისათვის. დაათვალიერეს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონი, ეწვივნენ ეროვნულ მუზეუმს, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ, არა მარტო საქართველოს, არამედ, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ბუნებისა და მატერიალური კულტურის ისტორიის ამსახველი ექსპონატები. დაათვალიერეს თბილისის ბოტანიკური ბაღი.
ბოლოს, შთაბეჭდილებებით სავსე დღე მთაწმინდის პარკში გართობით დასრულდა.ექსკურსიას ორგანიზება კლასის დამირგებელმა -შორენა კიკაბიძემ გაუწია.
იხილეთ ფოტოები: