2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.
მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. სასწავლო პროცესი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, ღონისძიებებითა თუ აქტივობებით.
ცხადია, მოსწავლეთა განსაკუთრებული ინტერესით გამოირჩეოდა პრაქტიკული სწავლება.
მე-6 კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს მასწავლებელ არმინე წარუკიანთან ერთად ცდა - ნახშირორჟანგის მისაღებად. გაკვეთილის დროს განიხილეს ქიმიური და ფიზიკური მოვლენები. მათ დააკვირდნენ, როგორ ხდება ნივთიერებათა გარდაქმნა ქიმიური რეაქციის შედეგად და როგორ გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
მოსწავლეებმა განსაზღვრეს, რომელი ნივთიერება რჩება უცვლელი და რომელი იცვლის ფორმას, ზომას ან აგრეგატულ მდგომარეობას. გამოავლინეს დაკვირვების უნარი, აქტიურად ჩაერთვნენ ცდაში და ზუსტად დაასკვნეს ქიმიური და ფიზიკური პროცესების განსხვავება. გაკვეთილი წარიმართა აქტიურად და შემეცნებითად.
იხილეთ ფოტოები: