ქუთაისის N4 საჯარო სკოლის VI კლასში ჩატარდა ინტეგრირებული პროექტი - „ქუთაისი და მისი შემოგარენი თავსატეხ ამოცანებში“ 
16-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის VI კლასში განხორციელდა საინტერესო ინტეგრირებული პროექტი - „ქუთაისი და მისი შემოგარენი თავსატეხ ამოცანებში," რომელმაც სამი საგანი მათემატიკა, ისტორია და ხელოვნება გააერთიანა.

მასწავლებლების სალომე სხულუხიას, ქეთევან კობეშავიძისა და ვერა ლომიძის ინიციატივითა და ორგანიზებით გამართული აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

მუშაობის პირველ ეტაპზე მოსწავლეები ესტუმრნენ გელათის სამონასტრო კომპლექსს, მოისმინეს საინტერესო ისტორიები, რომლებიც მათ მათემატიკური კროსვორდების შევსებაში გამოადგათ. პრეზენტაციამ შთამბეჭდავად ჩაიარა. ბავშვებმა წარმოადგინეს საინტერესო ინფორმაციები, ისინი აქტიურად მონაწილეობდნენ თემატური კროსვორდების შედგენაში. 

პროექტმა სკოლის დირექციის მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურა და მოსწავლეთა ჩართულობა და აქტიურობა განსაკუთრებულად აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203