
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარდევანის საჯარო სკოლაში II კლასის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება სახელწოდებით - „მოგზაურობა რიცხვების სამყაროში“.
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, შეასრულეს სხვადასხვა აქტივობა და მხიარულ გარემოში გამოავლინეს მათემატიკური ცოდნაც. დასასრულს თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი ღონისძიებაში მონაწილეობისთვის.
ღონისძიება გაიმარათა მასწავლებლის ინნა მარკოსიანისა და დამხმარე მასწავლების სუსანნა სოგოიანის ინიციატივით და ორგანიზებით, რომლებმაც სითბოთი და პასუხისმგებლობით უზრუნველყვეს ბავშვების ჩართულობა და აქტიური მონაწილეობა.
სკოლის ადმინისტრაციის თქმით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას და სწავლა-აღზრდის პროცესის მეტად მიმზიდველ და საინტერესო ფორმატში წარმართვას.
იხილეთ ფოტოები: