ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში 2025 წლის სასწავლო წლის დასრულებასთან დაკავშირებით პედაგოგმა ანა მერაბიშვილმა მოსწავლეები სიგელებით დააჯილდოვა.
სიგელები გადაეცათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც სასწავლო პროცესში მაღალი აკადემიური მიღწევები და აქტიური მონაწილეობა აჩვენეს.
ანა მერაბიშვილმა მოსწავლეებს მიულოცა წლის წარმატებით დასრულება და წარმატება უსურვა მომავალ სასწავლო წელს. მისი თქმით, ჯილდოები მოტივაციის დამატებითი წყაროა მოსწავლეებისთვის და ხელს უწყობს მათ განვითარებასა და მიზანდასახულობას.
იხილეთ ვიდეო