წალკის N2 და ოპტიმიზაციის შედეგად შეერთებულ ტბეთის სკოლაში სასწავლო წლის დასრულებას დასკვნითი ღონისძიება მიეძღვნა
16-06-2025

წალკის N2 საჯარო სკოლასა და ოპტიმიზაციის შედეგად მასთან შეერთებულ სოფელ ტბეთის სკოლაში გაიმართა ღონისძიებები, რომლებიც მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებას მიეძღვნა.

ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი, მათ შორის მუსიკალური, ლიტერატურული და ქორეოგრაფიული შესრულებები. ღონისძიებებს ესწრებოდნენ მშობლები, მასწავლებლები და მოწვეული სტუმრები.

სკოლის ადმინისტრაციის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებასა და სასკოლო ცხოვრების მრავალფეროვნებას, რაც მნიშვნელოვანია მათი პიროვნული და საგანმანათლებლო განვითარებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...