წალკის N2 საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. რა თქმა უნდა, ამ მხრივ საინტერესო იყო 2024-2025 სასწავლო წელი.
სასწავლო წლის მიწურულს კი სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“ მოეწყო. პედაგოგმა მოსწავლეებს არაერთი სახალისო აქტივობა შესთავაზა.
მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშში შეეჯიბრნენ. ბავშვებმა ბევრი იაქტიურეს, იხალისეს და დაუვიწყარი დრო გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: