ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას სახალისო ცდებით სწავლობენ
16-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეები ქიმიას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ საინტერესო ცდებისა და პრაქტიკული სამუშაოების მეშვეობით სწავლობენ.

მათი სასწავლო პროცესი ორიენტირებულია ექსპერიმენტებზე, ცდებსა და პრაქტიკულ კვლევებზე, რაც ბავშვებს საშუალებას აძლევს, თავად აღმოაჩინონ ქიმიური საიდუმლოებები. ამ მხრივ საინტერესო იყო 2024-2025 სასწავლო წელი. 

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ არმინე წარუკიანის დახმარებით ჩაატარეს ცდა იმის გასარკვევად, თუ როგორი ნარევები არსებობს.

მათ სხვადასხვა ნივთიერება ჩაყარეს ჭიქებში და დააკვირდნენ, შეეძლოთ თუ არა თვალით დაედგინათ, რომელი ნივთიერებები იყო ერთმანეთში შერეული.

ბავშვებმა შენიშნეს, რომ ზოგი ნივთიერება წყალში სრულად გაიხსნა და მათი გარჩევა აღარ შეიძლებოდა. ცდისას ბავშვებმა აგრეთვე შენიშნეს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნივთიერებების შერევისას ჩნდებოდა ბუშტები ან ფერი იცვლებოდა - ეს მიანიშნებდა, რომ მიმდინარეობდა ქიმიური რეაქცია. მაგალითად, როდესაც სოდას დაამატეს ძმარი, გამოეყო ბუშტები – ეს იყო რეაქციის ნიშანი.  

მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203