
აფხაზეთის N14 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ლამაზი ღონისძიებით შეაჯამეს.
27 მაისს, აფხაზეთის N14 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა მონაწილეობით ჩატარდა ლამაზი ღონისძიება სახელწოდებით - „აი ია, აი ია“.
კლასში, სადაც საზეიმო განწყობა სუფევდა, პატარა მოსწავლეები მშობლების, მასწავლებლებისა და სკოლის მოსწავლეების წინაშე ლამაზი ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვით წარდგნენ.
მათ მთელი წლის ნამუშევარი და ნასწავლი შეაჯამეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. კლასის ხელმძღვანელმა ისინი ქების სიგელით დააჯილდოვა, რამაც პატარები უფრო გაამხიარულა.
შემდეგ კი, დამრიგებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ბავშვებო, გილოცავთ პირველი კლასის დამთავრებას, მომავალში მეც თქვენთან ერთად საინტერესო და ჯადოსნურ გზას გავივლით“.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პირველი კლასის ხელმძღვანელ ირმა საჯაიას და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს ვენერა (ნანი) ესართიას, ასეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარებისთვის.
იხილეთ ფოტოები: