
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და წელი შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. ღონისძიება დატვირთული იყო შემოქმედებითად, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, ცეკვითა და სიმღერით მოხიბლეს მაყურებელი და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს.
ლამაზ ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დამრიგებელი გალია ბადასიანი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ძალიან ემოციური და საინტერესო იყო.
ბავშვებმა წარმატებით დაასრულეს სასწავლო წელი. პეაგოგი მათ ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: