ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა წარმატებული სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დააგვირგვინეს 
16-06-2025

ქუთაისის N16 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს. 

მე-4 კლასელებმა და მათმა დამრიგებელმა მაია ფხაკაძემ 2024-2025 სასწავლო წლის წარმატებით დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - იყო ბევრი ლამაზი ლექსი და სიმღერა. ალექსი მიქაძემ საკუთარი პოეზია გააცნო დამსწრე საზოგადოებას. 

როგორც სკოლაში გვეუნბებიან, დაიანა ციცხვაია, ალექსი მიქაძე, თაზო კეშელავა და ნინო ვარშავსკი ეს მეოთხეკლასელთა ის ოთხეულია, რომლებმაც ასახელეს სკოლა და მათი ნამუშევრები საზღვარგარეთ წარმოაჩენს მათ მშობლიურ ქუთაისს.

ზეიმი ანიმატორების მხიარულმა გამოსვლებმა გაალამაზა. დამრიგებელმა დასძინა, რომ სკოლა და გარემო უნდა იყოს ბავშვზე მორგებული, რათა მოსწავლემ სკოლაში მხიარულად და ლაღად იგრძნოს თავი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203