ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
12 ივნისს მე-4 კლასმა ჩაატარა ღონისძიება სახელწოდებით ,,ბედნიერი ოთხი წელი“, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებელი ზეინაბ ბუჭუხიშვილი და მუსიკის პედაგოგი მაგული ფხალაძე.
მოსწავლეებმა საინტერესო ნომრები წარმოადგინეს - ერთმანეთს ცვლიდა ლექსი, სიმღერა, ცეკვა. აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას ემოციური ელფერი შესძინა.
დამრიგებელმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და უსურვა, ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა.
მეოთხეკლასელებს ოთხწლედის დასრულება მიულოცა სკოლის დირექტორმა, ნორა ბუცხრიკიძემ და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების დასასრულს მადლობის სიგელი გადაეცა მშობელთა კომიტეტის თავმჯდომარეს აქტიური თანამშრომლობისათვის.
იხილეთ ფოტო-ვიდეომალსა: