ჭყვიშის საჯარო სკოლის მე-4 და მე-6 კლასების მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
16-06-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს. 

 სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა მეოთხე და მეექვსე კლასების მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება, რომლითაც მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, მე-6 კლასელებმა კი საბაზო საფეხურზე გადასვლა აღნიშნეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ, ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩიეს და მხურვალე აპლოდისმენტებიც დაიმსახურეს. 

პედაგოგები მათ ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობენენ და ბენდიერი არადეგები უსურვეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203