
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის მიწურულს სასწავლო-შემეცნებითი და ამავე დროს სახალისო გასვლითი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის - თამარ გორგაძის ხელმძღვანელობით, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის მიმართულებით ლაშქრობა მოაწყვეს.
მოსწავლეებმა მოისმინეს ტაძრის დაარსების ისტორია და თქმულებები. მოიხიბლნენ ტაძრის დიდებულებით და გაიმდიდრეს ცოდნა მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შესახებ.
მოსწავლეები ლაშქრობიდან ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლული დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: