2024-2025 სასწავლო წელი მიიწურა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში წარმატებით მიაღწიეს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.
მოსწავლეთა ჰოლისტური განვითარებისთვის, სასწავლო წლის მანძილზე მიმართავდნენ სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს. სასწავლო პროცესი გაჯარებული იყო მრავალფეროვანი პროექტებით, ღონისძიებებითა თუ აქტივობებით. აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები.
რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 26 მაისი სკოლაში აღინიშნა დიდი ენთუზიაზმით და დღესასწაულის განწყობით.
ღონისძიებები ჩატარდა მეხუთე, მეშვიდე და მერვე კლასებში, მასწავლებლების - არმენუი პოდოსიანისა და თამარ ფოილარაშვილის ინიციატივით.
საზეიმო ღონისძიება ჩატარდა ქართულ ენაზე - როგორც სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინება საქართველოსა და მისი სახელმწიფოებრიობის მიმართ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლამაზი გამოსვლები, პატრიოტული ლექსები, სიმღერები და ცეკვები, რაც ასახავდა საქართველოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ღირებულებას.
იხილეთ ფოტოები: