ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წესის საჯარო სკოლაში მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებთან მუსიკის შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. ღონისძიებას მუსიკის პედაგოგი ირინე მუსერიძე უძღვებოდა.
გაკვეთილი ინტერაქტიური და სახალისო აქტივობებით წარიმართა. მოსწავლეებმა კრეატიულად წარმოაჩინეს წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნა. გააცოცხლეს ცნობილი ზღაპრის გმირები, როგორიცაა „პინოქიო“, „სოფლის მაშენებლები“ და სხვა.
დასასრულს, ბავშვებმა საზეიმო განწყობით გაუშვეს საჰაერო ბუშტები, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულად ემოციური ფინალი მოუტანა.
ღონისძიების კოორდინატორი იყო ნათელა ნატმელაძე.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგებსა და მოსწავლეებს შთამბეჭდავი აქტივობისტვის და წარმატებებს უსურვებს მათ.