წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები ზრუნავენ როგორც მოსწავლეთა საგნობრივ ცოდნაზე, ისე მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებაზე. ამ მიზნით კი ბავშვებს არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებას სთავაზობენ.
ახლახან, სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, შორენა გოგოხიამ სპექტაკლი დადგა. სამშობლოს, დედის, ოჯახის სიყვარულით გულანთებულმა ახალგაზრდებმა, პატარა „მსახიობებმა“ დიდი სითბოთი, გააზრებით წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილის არაჩვეულებრივი მოთხრობა - „იავნანამ რა ჰქმნა?“.
სპექტაკლ „იავნანას" ჯადოსნურმა ჰანგებმა დაატკბო მაყურებელი.
„შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს დღე ერთ-ერთი დაუვიწყარი იქნება ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა მონდომება და პედაგოგის შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო