საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში მე-4 კლასის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, რომელსაც კლასის დამრიგებელი მაგული ხარშილაძე ხელმძღვანელობდა, ნაყოფიერი ოთხი წელი შეჯამდა.
ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა - მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები და მასწავლებლისადმი მიძღვნილი სიტყვები.
გამართულ ღონისძიებას განსაკუთრებული ემოცია შესძინა იმ ფაქტმა, რომ მაგული მასწავლებელი დაემშვიდობა როგორც თავის მე-4 კლასელებს, ამასთანავე სკოლას, რომლის კედლებშიც 53 წელი გაატარა.
სკოლაში პედაგოგს წარმატებას, მის მოსწავლეებს კი - ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენ გვინდა უსაზღვრო წარმატება ვუსურვოთ ბავშვებს და მაგული მასწავლებელს მთელი ცხოვრება ეამაყოს თავისი აღზრდილებით“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: