ორჯის საჯარო სკოლაში სპორტული შეჯიბრი გაიმართა 
13-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

12 ივნისს სკოლაში ჩატარდა სპორტული შეჯიბრი, მე-3, მე-4, მე-5 კლასების მოსწავლეთა შორის.

მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში, ბევრი იხალისეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

გამოვლინდა გამარჯვებულიც. დაწინაურდა მე-4 კლასი. გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიება პედაგოგ ივეტტა პეტროსიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, რომელიც მოსწავლეთა სპორტულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...