ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის პედაგოგმა, ლალი მურადაშვილმა მოსწავლეები სასწავლო მიღწევებისთვის დააჯილდოვა
13-06-2025

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

პედაგოგმა - ლალი მურადაშვილმა II- III კლასის მოსწავლეებს სასწავლო მიღწევები მიულოცა და სანიმუშო სწავლისთვის,  სასკოლო და საკლასო აქტივობებში აქტიური ჩართულობისთვის სიგელები გადასცა.

„ასე ტკბილად ჩავატერეთ ეს სასწავლო წელი. ჩემო მერცხლებო, (II- III კლასი) ბედნიერ დასვენებას გისურვებთ, ახალი ძალებით და ახალი შემართებით შევუდგებით ახალ სასწავლო წელს. მადლობა თითოეულ თქვენგანს და თქვენს მშობლებს მთელი წელი უწყვეტი თანამშრომლობისთვის“,- მიმართა პედაგოგმა მოწავლეებს, ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშშვიდობა და პატარებს ბედნიერი არდადეგები უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203