
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მასწავლებლის პროფესია დაფასებული და პატივსაცემია. ამის ნათელი მაგალითია, სიურპრიზი რომელიც დირექციამ კლასის დამრიგებლებს მოუწყო.
სკოლას ზედა და ქვედა საფეხურზე, ორი დამრიგებელი ჰყავს, რომელთაც დირექტორმა - ნინო სიმონიშვილმა მადლობის სიგელები გადასცა 2014-2025 სასწავლო წელის განმავლობაში დაკისრებული მოვალეობის, ნაყოფიერად, წარმატებულად და უნაკლოდ შესრულებისთვის.
„ჩვენმა ხელმძღვანელმა ასეთი სიურპრიზი მოგვიმზადა, მადლობის სიგელები გადმოგვცა ასეთი მოწოდებით: „მასწავლებლის შრომას, გარჯას დაფასება სჭირდება“. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის, ერთად ყველაფერს შევძლებთ“,- აღნიშნავს ერთ-ერთი პედაგოგი და ახარებს დაფასება.
იხილეთ ფოტოები: