საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
სწორედ მხატვრული ლიტერატურის შეყვარებსა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას ემსახურება „მკითხველის კლუბი“, რომლის წევრებიც სხვადასხვა მხატვრულ ლიტერატურას ეცნობიან, იმდიდრებენ ცოდნასა და თვალსაწიერს, განიხილავენ წაკითხულს და საინტერესო პრეზენტაციებსაც მართავენ.
ახლახან, „მკითხველის კლუბის“ წევრებს მე-6ა და მე-6ბ კლასებიდან, შეხვედრებში წარმატებული მონაწილეობისთვის, ლიტერატურის სიყვარულისა და ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისათვის სიგელები გადაეცათ.
მოსწავლეებს სიგელები კლასის ხელმძღვანელმა - სალომე ნოზაძემ გადასცა.