იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ და სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა თუ სტრატგიას მიმართავენ. აღსანიშნავია პროექტებით სწავლება, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისკენ.
სულ ახლახან, სკოლის VIII კლასში პედაგოგ დიანა კვაჩიძემ განახორციელა საინტერესო პროექტი სახელწოდებით - „ქართული ხელნაწერების კვალდაკვალ“ (ზურაბ ჭუმბურიძის ამავე სახელწოდების სამეცნიერო ტექსტის მოხედვით).
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგიური კოლექტივი.
მოსწავლეები უკეთ გაეცნენ ქართულ ხელნაწერთა მემკვიდრეობას. გამოიკვლიეს ქართული ხელნაწერები, მათი დამწერლობა, გაფორმება და მნიშვნელობა. მათ გააცნობიერეს, რომ ხელნაწერები არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ მხატვრული და ისტორიული ძეგლებიცაა, რომლებიც ჩვენამდე მოღწეულია დიდი ძალისხმევითა და ზრუნვით.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებისათვის საკითხზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება იყო, რამაც გააღრმავა პატივისცემა ქართული მემკვიდრეობის მიმართ.
იხილეთ ფოტოები: