ყვარლის N2 სკოლის პედაგოგი მზია ბაიდოშვილი მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა
13-06-2025

ყვარლის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, ამ მიზნით კი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, აზიარებენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას. 

ახლახან, ქალაქ ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა უკვე ტრადიციად ქცეული მასწავლებელთა მუნიციპალური კონფერენცია თემაზე - „საგნობრივი კათედრების ფუნქციონირება სკოლებში“. 

ყვარლის N2 საჯარო სკოლიდან კონფერენციაზე, კოლეგების წინაშე საინტერესო მოხსენებით წარდგა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მზია ბაიდოშვილი და აუდიტორიის დიდი ყურადღებაც დაიმსახურა

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...