ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებული ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს
13-06-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, კლასის დამრიგებლის - ლალი მინდიაშვილის და მე-4 კლასის მოსწავლის - მათე ბარხუდარაშვილის დედის მარეხი ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, წარმატებული ოთხი წელიწადი შთამბეჭდავი ღონისძიებით შეაჯამეს.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეები წარდგნენ ორიგინალური სიმღერებით, ცეკვებით, ლექსებითა და მცირე იუმორისტული ნომრებით.

ამ საინტერესო ღონისძიებით მოსწავლეებმა შეაჯამეს საწყის კლასებში შეძენილი ცოდნა და წლები.

მოსწავლეებმა გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების დაუვიწყარი მომენტები.

ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა გულწრფელი მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს - მაია კოშმატაშვილს, საკუთარ დამრიგებელს, მასწავლებლებსა და მშობლებს - ამ ოთხი წლის განმავლობაში მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და მათ განათლებაში ჩადებული შრომისთვის.

ძვირფას დამრიგებელს კი დაჰპირდნენ, რომ დიდი მოტივაციითა და მზადყოფნით გააგრძელებენ თავიანთ სასწავლო გზას მეხუთე კლასში და ასეთივე შემართებით გააგრძელებენ ცოდნის მიღებას.

სკოლაში მადლობას უხდიან მოსწავლის მშობელს - მარეხი ჩუბინიძეს მხარდაჭერისა და აქტიურობისათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...