ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერეოს საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება. ღონისძიებები საშუალებას იძლევა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, ნასწავლი განიმტკიცონ და გაიღრმავონ.
ამჯერად მე-8 კლასის მოსწავლეებმა იაქტიურეს მშობლიური ენის გაკვეთილზე, პრეზენტაცია შეიქმნეს და წარადგინეს საინტერეოსო მოხსენება ცნობილ მწერლის - შირვანზადეს ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
მოსწავლეებმა მწერლის მოღვაწეობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს და მისი ბიოგრაფიდან ბევრი ნაკლებადცნობილი ფაქტიც მოიძიეს.
სასწავლო პროცესს სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სირუშიკ ჰარუთიუნიანი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: