
ილო მოსაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. მათი ესთეტიკური ხედვისა და მხატვრული ნიჭის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა.
ახლახან, სკოლის ფოიეში მე- 4 კლასის მოსწავლის - ანდრია დოსმიშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო.
მოსწავლის ნამუშევრებს დიდი ინტერესით გაეცნენ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები. მისმა ნამუშევრებმა დამთვალიერებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ანდრია ადრეული ასაკიდან ხატავს და უამრავი ნახატი აქვს შესრულებული სხვადასხვა თემატიკაზე.
გამოფენის მოწყობა კი კლასის დამრიგებლის ლიანა დევიძის ინიციატივა იყო, რათა ნიჭიერი მოსწავლის შემოქმედება გაეცნო ფართო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: