ტოლის საჯარო სკოლის ორი მე-4 კლასელი და ზეიმით აღნიშნული სასწავლო მიღწევები 
13-06-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლის საჯარო სკოლის მე-4 კლასელებმა სასწავლო წელი ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

მოსწავლეებმა საზეიმოდ აღნიშნეს მეოთხე კლასის დამთავრება. აღსანიშნავია, რომ ტოლის საჯარო სკოლის მე-4 კლასში მხოლოდ ორი მოსწავლე ირიცხება, ამიტომ პედაგოგმა მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნა და ეს დღე გაულამაზა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დამრიგებელმა მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203