მასწავლებლის სახლს ხარვეზებზე აუდიტის სამსახური მიუთითებს - „მიზანშეწონილია პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის გადასინჯვა“...
14-06-2025

სახელმწიფო აუდიტის 2024 წლის ანგარიშში, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომლებიც მასწავლებელთა ტრენინგებს უკავშირდება.

„მასწავლებელთა გადამზადების ტრენინგებში არ არის შემუშავებული გენდერული თანასწორობის შესახებ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლების ან/და გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის/სწავლების დამოუკიდებელი ტრენინგმოდული, რომლის ფარგლებშიც დაიფარებოდა საერთაშორისო კარგი პრაქტიკით გათვალისწინებული ყველა საკითხი და განხორციელდებოდა მასწავლებელთა სისტემური გადამზადება.

არსებული ტრენინგები მხოლოდ ფრაგმენტულად მოიცავს აღნიშნულ საკითხებს, მიდგომა არ არის სისტემატური, მასშტაბური და არ ფარავს ყველა მასწავლებელს. ამასთანავე, მოსწავლეთა გამოკითხვითაც დადასტურდა, რომ მასწავლებელთა გადამზადება გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით კვლავ რჩება აუცილებელ ამოცანად“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება რეკომენდაციას, აუდიტის სამსახური განმარტავს: „მასწავლებელთა გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განხორციელების მიზნით, გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად და თანასწორი განათლების პირობების შესაქმნელად, მიზანშეწონილია: მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გადასინჯვა, რათა მასწავლებელთა მიმართ მოთხოვნებში გათვალისწინებულ იქნეს გენდერულად პასუხისმგებლიანი სწავლება; შეიქმნას სათანადო ტრენინგმოდული, რომლითაც მოცული იქნება საერთაშორისო პრაქტიკით არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განსახორციელებლად და აღნიშნულის საფუძველზე სისტემურად გადამზადდნენ მოქმედი მასწავლებლები.

მიგ­ნე­ბა: სამინისტრომ გენდერული თანასწორობის პრობლემები განსაზღვრა მხოლოდ სხვა ორგანიზაციების კვლევებით, რაც გენდერულ ჭრილში დამატებითი ანალიზების გარეშე, არ მოიცავს პრობლემატიკის სრულ სპექტრს და არ ადგენს მათ გამომწვევ ფაქტორებს, რაზეც შემდგომ მიმართული უნდა იყოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ღონისძიებები. აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული მოსწავლეთა გამოკითხვების ანალიზით გამოვლინდა სკოლის დონეზე გენდერული თანასწორობის ის საკითხები, რომლებიც სამინისტროს მხრიდან საჭიროებს დამატებითი ღონისძიებების გატარებას მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, როგორიცაა, მაგალითად, სკოლის დონეზე STEM საგნებში გოგოების მოტივაციების/ინტერესების გაზრდა“, - ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...