
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ, გასცემენ ცოდნას და იზიარებენ საუკეთესო გამოცდილებას.
ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებულ რაიონულ კონფერენციაში - „საგნობრივი კათედრების ეფექტური ფუნქციონირება“, საბუეს საჯარო სკოლის ესთეტიკის, მუსიკისა და სპორტის კათედრამ მიიღო მონაწილეობა.
კათედრის წევრებმა - ნანა ზაალიშვილმა და მაია ახალკაციშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს წლის მანძილზე კათედრის მიერ განხორციელებული პროექტები და აქტივობები, სადაც კარგად იყო გამოკვეთილი აღნიშნული კათედრის მუშაობა სასწავლო წლის მანძილზე.
მომხსენებლები დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმატებით წარდგნენ და მსმენელის დიდი ინტერესი დაიმსახურეს.
„ვულოცავთ მათ ამ წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ კვლავ მრავალი საინტერესო პროექტების განხორციელებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: