აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის პირველკლასელებმა 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. სასწავლო მიღწევები კი ღონისძიებით აღნიშნეს.
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „ანბანის გაცილება“. მოსწავლეებმა ხოტბა შეასხეს ქართულ ანბანს, მისი ტკბილხმოვანებას, აღნიშნეს დამწერლობის უნიკალურობა, აქეს და ადიდეს პირველი წიგნი - „დედაენა“ და მისი შემქმნელი იაკობ გოგებაშვილი.
მოსწავლეებმა სასწავლო წლის მანძილზე შეძენილი ცოდნა წარმატებით წარმოაჩინეს და მასწავლებელი სიამაყით აღავსეს.
პირველი მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.
იხილეთ ფოტოები: