აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სამიქაოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს, სასწავლო მიღწევები აღნიშნეს და წარმატებული და ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დამრიგებელი სიამაყით აღავსეს.
აღსანიშნავია, რომ წელს მოსწავლეები პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მოსწავლეებმა პედაგოგს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დამრიგებელმა კი მოწაფეებს გზა დაულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა, რათა ასახელონ როგორც მასწავლებელი, ისე მშობლები, სკოლა და ქვეყანა.
იხილეთ ფოტოები: