სად უნდა ნახოთ სემესტრული შეფასება - დეტალური ინსტრუქცია
15-06-2025
სემესტრული შეფასების სანახავად ვხსნით მოდულს „ჟურნალი“, ვავსებთ მოცემულ ველებს ჩემი კლასები, სხვა კლასები ან სადამრიგებლო (ჟურნალის მომხმარებლის როლის მიხედვით) კლასი, საგანი და ვაწვებით ღილაკს „არჩევა“.
როდესაც ეკრანზე გამოჩნდება მოსწავლეების სია, გადავდივართ ჟურნალის მარჯვნივ მოცემულ ღილაკზე „სემესტრული შეფასება“ სადაც ასევე იშლება მოსწავლეთა სახელობითი სია და შეფასებები.