დამრიგებლის ამაღელვებელი სიტყვა, წარმატების სერტიფიკატები და ბევრი სამახსოვრო ფოტო - ურავის სკოლის მე-4 და მე-6 კლასელთა ერთობლივი საზეიმო ღონისძიება
13-06-2025

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს გაიმართა მეოთხე და მეექვსე კლასების მოსწავლეთა ერთობლივი ღონისძიება, რომლითაც მე-4 კლასელები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, მე-6 კლასელებმა კი საბაზო საფეხურზე გადასვლა აღნიშნეს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს დღე განსაკუთრებულია მათ ცხოვრებაში - დასრულდა მნიშვნელოვანი ეტაპი და იწყება ახალი თავგადასავალი. 

დამშვიდობების ემოციები, დამრიგებლის თბილი და ამაღელვებელი სიტყვა, საზეიმოდ გადაცემული წარმატების სერტიფიკატი და ბევრი სამახსოვრო ფოტო -  ნამდვილად დიდხანს დარჩება მოსწავლეთა მეხსიერებაში. ასევე, აღინიშნა მე-6 კლასელების გზა საბაზო საფეხურისკენ.

ისინი უკვე მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, ახალი მიზნებისთვის და ახალი წარმატებისთვის. პედაგოგებმა მათ წარმატებისკენ მიმავალი გზა დაულოცეს და უსურვეს ასეთივე შემართებით გააგრძელონ ცოდნის მიღება. 

ღონისძიებას ორგანიზება პედაგოგმა - ეკა კანთელაძემ გაუწია. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203