
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
აღსანიშნავია, პედაგოგ სუზანა ბაბოიანის პირველ კლასში ჩატარებული საინტერესო გაკვეთილი როლური თამაშის გამოყენებით.
ამ მეთოდის დახმარებით, პირველ კლასში მასწავლებლის ხელმძღვანელობით დაიდგა თოჯინების სპექტაკლი, ზღაპარ „წითელქუდას“ მიხედვით.
თოჯინურმა სპექტაკლმა მოსწავლე ზღაპრის სამყაროში ამოგზაურა და დაეხმარა გმირების უკეთ გაცნობაში და ზღაპრის შინაარსისა და მთავარი იდეის გააზრებაში.
როგორც პედაგოგი გვეუბნება, გაკვეთილის მიზანია გაკვეთილის კონსოლიდაცია, მოსწავლის ლიტერატურული, ესთეტიკური და სოციალური უნარების განვითარება.
ამასობაში კი როლურმა თამაშმა მოსწავლის შემოქმედებითი შესაძლებლობები უფრო თვალსაჩინო გახადა.