ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ლამაზი დღესასწაული მოეწყო
12-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებსა მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. დირექცია და პედაგოგები მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და საგანმანათლებლოსთან ერთად, არაერთ საზეიმო თუ გასართობ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ცხადია, სკოლაში დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული გამორჩეულად მიულოცეს და ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები შესთავაზეს. ამ დღეს ბავშვებს ზღაპრის გმირებიც სტუმრობდნენ, რამაც ღონისძიება კიდევ უფრო გაახალისა. 

ბავშვთა საერთაშორისო დღე, რომელიც ყოველწლიურად 1-ელ ივნისს აღინიშნება, 1949 წელს პარიზში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიული ფედერაციის მიერ დაარსდა. დღესასწაული პირველად 1950 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...