თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჟურნალი - „იდეატორი“ გამოსცეს
12-06-2025

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საგამომცემლო-სარედაქციო საქმიანობასა და ჟურნალისტიკის პროფესიის საფუძვლებს დაეუფლნენ. 

2024-2025 სასწავლო წლის მიწურულს, IX და XI კლასის მოსწავლეებმა ჟურნალი „იდეატორი“ გამოსცეს. გუნდი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და ჟურნალი გაამდიდრა 12 სხვადასხვა თემატური რუბრიკით. 

ჟურნალი წარმოადგენს მრავალფეროვანი იდეებისა და მოსაზრებების სივრცეს, რომელშიც გაერთიანებულია:

  •  კულტურა და ხელოვნება;
  • ლიტერატურული ნამუშევრები;
  • კულინარია;
  • სამედიცინო რუბრიკა;
  • სპორტი;
  • ლოგიკური სააზროვნო რუბრიკა;
  • ევროპული სკოლების გამოცდილება;
  • დროის ხაზი;
  • დედამიწის გარშემო.

ეს გამოცემა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსწავლეების თვითგამოხატვისა და გუნდური მუშაობის მიმართულებით. 

ჟურნალზე იმუშავეს - ვაჟა ქიმაძემერეკლე ფუტკარაძემ, მარია ლევინამნინო ქურდაშვილმა, მარიამ გოგოლაძემ და მარიამ ცეცხლაძემ.

ჯგუფის ხელმძღვანელი კი გახლდათ პედაგოგი ნონა ხარაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...