სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში, საუბარია განათლების მიმართულებით დაგეგმილ სიხალეებზე, მათ შორის კი უმაღლესში სკოლიდან ტრანზიციის ცვლილებაზე.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას“.
რას გულისხმობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემა? - პრემიერის მოხსენებაში განმარტებულია, რომ ის მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (მოხდება ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), ასევე აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
„საანგარიშო პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი“, - ნათქვამია დოკუმენტში. ეს კი ნიშნავს, რომ ეროვნული გამოცდები, იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არსებობს, უქმდება.
რაც შეეხება ცვლილების ვადებს, ის მოხსენებაში დაკონკრეტებული არ არის.