
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს არაერთი აქტივობით უმრავალფეროვნებენ. აღსანიშნავია კომპლექსური დავალებებით სწავლება, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითობას მოითხოვს და მათი დიდი ინტერესით გამოირჩევა.
სასწავლო წლის მანძილზე მე-2 კლასელებმა არაერთი საინტერესო კომპლექსური დავალება შეასრულეს და აქტივობებს სამაგალითოდ გაართვეს თავი.
აღსანიშნავია ბუნებისმეტყვლების მეტად შემეცნებითი გაკვეთილები.
„ვსწავლობთ ბუნებაზე ზრუნვას!“- ამ სლოგანით მე-2 კლასელებმა საინტერესო დიორამა შექმნეს.
პატარებმა ასევე იმუშავეს თემაზე - ფრთები საკმარისია ფრენისთვის? თემა გულისხმობდა შემოქმედებით აქტივობას. რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო