„ჩვენი პირველი თავი დასრულდა, ახალა იწყება ახალი“​ - გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი ღონისძიებით შეაჯამეს
12-06-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაყოფიერი ოთხი წელიწადი შეაჯამეს.

„ჩვენი პირველი თავი დასრულდა, ახალა იწყება ახალი“ - აღნიშნეს მოსწავლეებმა და მე-4 კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშა მრავალფეროვანი სანახაობით წარდგნენ - გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების პირველი დღე, საგაკვეთილო კურიოზები, წარმოადგინეს დადგმები, საცეკვაო ნომრები, სიმღერები.

დამრიგებელმა, ფატი რაზმაძემ ოთხივე მოსწავლეს 4 კლასის წარმატებით დაძლევისათვის სიგელები და სამახსოვრო ბარათები გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები წელს პირველ მასწავლებელს ემშვიდობებიან, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ემოციური ელფერი შესძინა. მე-4 კლასელებმა დამრიგებელს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

დამრიგებელმა მოსწავლეებს მე-4 კლასის დამთავრება მიულოცა და უსურვა ასეთივე შემართებით გააგრძელონ განათლების მიღება. 

„წარმატებული სასკოლო მომავალი!“- ამ სიტყვებით დაულოცა გზა პირველმა მასწავლებელმა მოსწავლეებს და უსურვა თავისი სწავლით ასახელონ როგორც მასწავლებელი, ასევე მშობლები და სკოლა. 

სკოლაში დიდ მადლობას უხდიან კლასის დამრიგებელს - ფატი რაზმაძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის ასევე, - იამზე პაქსაძეს ლამაზი საცეკვაო ნომრების მომზადებისთვის. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...