საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში 2024-2025 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. სასწავლო წლის მიწურულს კი არაერთი შემაჯემებელი ღონისძიება გაიმართა.
აღსანიშნავია, IVბ კლასის მოსწავლეთა შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით - „ვეფხისტყაოსნის“ კვალდაკვალ“, რომლის მიზანიც იყო შოთა რუსთაველის შემოქმედების გაცოცხლება, პოპულარიზაცია და მისი იდეების თაობებიდან თაობებამდე გადაცემა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თეატრალიზებული სცენები, გააცოცხლეს საყვარელი ეპიზოდები, ააჟღერეს რუსთაველის სტრიქონები და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ნაწარმოების მხატვრულ ფასეულობასა და მასში წამოჭრილ ზნეობრივ იდეალებს.
შთამბეჭდავ ღონისძიებას კლასის დამრიგებელი ბელა ოქრიაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: