საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი არაერთი გასვლითი ღონისძიებითა თუ ექსკურსიით დაგვირგვინდა.
მათ შორის, სკოლა-გიმნაზიის წმიდა იოანე ზედაზნელის სახელობის Xა კლასი, დამრიგებლის - თამთა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, რაჭას სტუმრობდა.
მათ მოინახულეს და მოილოცეს გოგნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ნიკორწმინდის ეკლესია, ბარაკონი, მრავალძალი და ცხრაჯვარი... მოიხიბლნენ ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სიდიადით, ცოდნა გაიღრმავეს და ახალი ინფორმაციით დახუნძლულნი დაბრუნდნენ უკან.
„დადებითი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით სავსე დღე“,- ასე აფასებენ ექსკურსიას სკოლაში და მომავალი სასწავლო წლიდან მოწაფეებს კიდევ არაერთ შემეცნებით თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები: