​მე-4 კლასის მოსწავლეთა ფერადი ღონისძიება და საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულთა ემოციური გაცილება წაჩხურას საჯარო სკოლაში 
12-06-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომლითაც სასკოლო საზოგადოებამ მე-4 კლასელებს კლასის წარმატებით დასრულება მიულოცა და საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები გააცილა. 

სკოლა საბაზოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები სწავლას სხვა სკოლაში აგრძელებენ. ბუნებრივია, რომ საზეიმო ღონისძიება ემოციური იყო.

„​მე-4 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს კიდევ ერთი ლამაზი თაობა დაემშვიდობა წაჩხურუს საჯარო სკოლას, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და დირექცია წარმატებულ, ბედნიერ და სიხარულით აღსავსე მომავალს უსურვებს თითოეულს“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს უსურვებენ ასეთივე შემართებით გააგრძელონ სწავლა და ასახელონ სკოლა.

მე-4 კლასელები კი პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ, ნაყოფიერი ოთხი წელი შეაჯამეს და ცოდნა და შესაძლებობები წარმატებით წარმოაჩინეს. 

ღონისძიება მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა და სკოლაში დაუვიწყარი განწყობა და ემოციები დაატრიალა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...